[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

ჩვენი გუნდი

კოტე ერისთავი

კოტე ერისთავი

სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

კოტე EMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრია და სხვა პროგრამების დირექტორებთან ერთად, ხელმძღვანელობს ორგანიზაციას. ამასთან, ის უშუალოდ პასუხისმგებელია სოციალური პოლიტიკის პროგრამის მართვასა და ეფექტიან მუშაობაზე. პროგრამის  მიზანია დასაქმებულების, უსახლკაროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრისა თუ გარიყულობის ასპექტების გამოვლენა, მათი მიზეზების იდენტიფიცირება და ადამიანის ღირსებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის შექმნის და გაძლიერების ხელშეწყობა. კოტე პასუხისმგებელია პროგრამის სტრატეგიულ განვითარებაზე, მისი ხედვისა და დღის წესრიგის შექმნაზე. მის ფუნქციებს ასევე შეადგენს პროგრამის ფინანსური რესურსების მობილიზების უზრუნველყოფა, საქმიანობის კოორდინაცია, გუნდის მართვა და მხარდაჭერა. 

პროფესიული გამოცდილება

2018-2019: მოწვეული მკვლევარი - ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი;

2017: მოწვეული მკვლევარი - ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბერლინი, გერმანია;

2017-2018: მკვლევარი - სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კოტე ასევე სხვადასხვა დროს ასწავლიდა სამართლის ფილოსოფიას ედინბურგის უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებების თეორიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო სამართლის კვლევის მეთოდებს კავკასიის უნივერსიტეტში.

განათლება

2011-2016: ადამიანის უფლებების თეორია (დოქტორის ხარისხი) - ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი);

2009-2010: LLM (მაგისტრის ხარისხი) ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი);

2001-2006: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (მაგისტრის ხარისხი)- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

 

მეტი
ნუცა ქაშაკაშვილი

ნუცა ქაშაკაშვილი

იურისტი/მკვლევარი

ნუცა EMC-ის გუნდის წევრი 2017 წლის აპრილიდან გახდა. EMC-ში მისი კვლევითი საქმიანობის ძირითადი სფეროა სოციალური უფლებები, მათ შორის, შრომის, სათანადო საცხოვრებლის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. ნუცას კვლევითი მუშაობა გულისხმობს სოციალური უფლებების ფარგლებზე, და  მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კვლევების, ანგარიშებისა და სხვა ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების მომზადებას. ამ მიზნით, მისი  საქმიანობა მოიცავს, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო აქტების, ხელშეკრულებების, საერთაშორისო მექანიზმების მიერ დადგენილი სტანდარტების, ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და ეროვნული კანონმდებლობის/პრაქტიკის შესწავლასა და ანალიზს.

პროფესიული გამოცდილება

2017-დღემდე: მოწვეული ლექტორი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2014-2016: მოწვეული სპეციალისტი - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია - საქართველოს პარლამენტი.

განათლება

2015-დღემდე:სამართალმცოდნე, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალიზაცია (დოქტორანტურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2016: სადოქტორო კვლევა (საკონსტიტუციო სამართლის სპეციალიზაცია) -ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია);

2013-2015: სამართალმცოდნე, საჯარო სამართლის პროგრამა (მაგისტრატურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: სამართალმცოდნე (ბაკალავრიატი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი
მარიამ ჯანიაშვილი

მარიამ ჯანიაშვილი

პროექტების კოორდინატორი/იურისტი

მარიამი EMC-ს გუნდის წევრი 2018 წლის მარტიდან გახდა. EMC-ში მისი საქმიანობის ძირითადი სფერო სოციალური უფლებების (კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, შრომისა და სათანადო საცხოვრისის უფლებები) მიმართულებით კვლევის განხორციელებაა. მისი საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნული და უცხო ქვეყნების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლასა და ანალიზს, სოციალური უფლებების საკითხებზე ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების, მათ შორის, კვლევებისა და ანგარიშების, მომზადებას.

პროფესიული გამოცდილება

2016-2018:მრჩეველი/უფროსი სპეციალისტი - საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

2014-2016:პროექტის იურისტი, მონიტორი - ბავშვის უფლებების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი;

2013-2014:სტაჟიორი - ბავშვის უფლებების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

განათლება

2015-დღემდე:იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაცია (დოქტორანტურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2013-2015:იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაცია (მაგისტრატურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2015:იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაცია (ბაკალავრიატი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი
ლელა გვიშიანი

ლელა გვიშიანი

სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

ლელა EMC-ში 2014 წლიდან მუშაობს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სოციალური პოლიტიკის პროგრამის სამუშაო თემებზე სტრატეგიული საქმეების მომზადება და წარმოება ადმინისტრაციული ორგანოების, საერთო სასამართლოებისა და სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის წინაშე, რაც მიზნად ისახავს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და სოციალური უფლებების სტანდარტების დამკვირდების/განმტკიცების ხელშეწყობას. ლელას საქმიანობაში ასევე შედის, ანალიტიკური დოკუმენტების, მათ შორის, კვლევების, ანგარიშებისა და შეფასებების მომზადება სოციალური უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობისა და სოციალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მექანიზმების ფუნქციონირების შესახებ.  

პროფესიული გამოცდილება

2013: სტაჟირების პროგრამა - თბილისის სააპელაციო სასამართლო;

2012: იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტი და ადვოკატის თანაშემწე- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის.

განათლება

2015-2017: კერძო სამართალი (მაგისტრატურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: სამართალმცოდნეობა (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

 

მეტი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“