იმ ფონზე, რომ ქვეყანაში სოციალური მუშაკების სიმცირე დიდი გამოწვევაა, ჯანდაცვის სამინისტრომ სამსახურიდან 33 სოციალური მუშაკი გაათავისუფლა.

საერთაშორისო სტანდარტით, 1 სოცმუშაკი 5-10 ათას მოსახლეზე უნდა მუშაობდეს. ჩვენს რეალობაში არსებობს რეგიონები, რომელშიც სოცმუშაკი ან საერთოდ არ არსებობს, ან 1 სოცმუშაკი 19 დან 82 ათასამდე მოსახლეს ემსახურება.

ინფოგრაფიკაზე მოცემულია მონაცემები 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით.