Library Thumbnail Image

ხელმძღვანელი: სოფო ვერძეული, სულხან სალაძე, ნონა ქურდოვანიძე

გვერდების რაოდენობა: 76

გამოცემის წელი: 2018

ISBN: 978-9941-8-0348-2

ნახვა

გადმოწერა

12_მაისი_1532342310.pdf

2018 წლის 12 მაისს, თბილისში ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა, რომელიც თავისი ფორმით, გამოყენებული საპოლიციო ძალითა და შედეგებით, განსაკუთრებით ინტენსიური იყო. თბილისში მდებარე ორ ღამის კლუბში – „ბასსიანსა“ და „კაფე გალერიში“ – ერთდროულად, ღამის 01:00 საათიდან, დიდი რაოდენობით
პოლიცია შევიდა და საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კლუბებში შესვლიდან მოკლე დროში გააკეთა განცხადება, რომ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ტარდებოდა ჩხრეკა. საპოლიციო ოპერაცია დაიწყო იმ დროს, როდესაც კლუბებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად უკვე არაერთი სტუმარი იმყოფებოდა.

12 მაისის საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობდა მრავალი სამართალდამცავი, მათ შორის, ნიღბიანი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელთა გამოჩენამაც კლუბების ტერიტორიაზე განსაკუთრებული შიში, დაუცველობის განცდა და დაბნეულობა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბების შიდა ტერიტორიაზე, პოლიციის მხრიდან უფლებების დარღვევის მძიმე და მასშტაბურ შემთხვევებს ადგილი არ ქონია, მოულოდნელად, მძიმე შეიარაღებით, პოლიციის გამოჩენა კლუბის შიდა ტერიტორიაზე სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ძალის დემონსტრირებაზე მიუთითებდა. ამ მოსაზრებას ამყარებს 12 მაისის საპოლიციო ოპერაციამდე განვითარებული კონტექსტი, რომელმაც ნარკოტიკული ნივთიერებებით ზედოზირების შემთხვევების მკვეთრი პოლიტიზირება მოახდინა და ხელი შეუწყო ნარკოპოლიტიკის მხარდამჭერი ჯგუფების დისკრედიტაციის კამპანიას, რამაც ერთგვარი ნიადაგი შეუქმნა სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ნაბიჯების გადადგმას.

კვლევის სრული ტექსტი იხილეთ აქ⇓

ნახვა

გადმოწერა

12_მაისი_1532342310.pdf