Library Thumbnail Image

ხელმძღვანელი: ვახუშტი მენაბდე

ავტორი: გიორგი დავითური

გვერდების რაოდენობა: 26

გამოცემის წელი: 2013

ნახვა

გადმოწერა

2013_წლის_კონსტიტუციური_ცვლილებების_მეორე_ეტაპი_საზოგადოებრივი_კონსესუსი_და_საპარლამენტო_ნება.pdf

2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს დაემატა პირველი პრიმა პუნქტი, რომელმაც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის (პრეზიდენტი, პარლამენტის თავჯდომარე, პრემიერ-მინისტრი) დაადგინა ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები. განსახილველი კონსტიტუციური კანონის პროექტის პირველი მუხლი ითვალისწინებს კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერის გაუქმებას, შესაბამისად, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული კონსტიტუცირი ცენზების სრულ გაუქმებას. ინიციატორთა განმარტებით, კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1 პუნქტით დაწესებული ჩარევის პოლიტიკური თანამდებობის პირების მხოლოდ ნაწილზე გავრცელება, ირელევანტურია თავად შეზღუდვის არსებობის მიზნებთან მიმართებით, შესაბამისად, კანონპროექტი ემსახურება არსებული უთანსაწორობის აღმოფხვრას და მოქალაქეობის ერთიანი ცენზის დამკვიდრებას.

ნახვა

გადმოწერა

2013_წლის_კონსტიტუციური_ცვლილებების_მეორე_ეტაპი_საზოგადოებრივი_კონსესუსი_და_საპარლამენტო_ნება.pdf