EMC გთავაზობთ ქართულ ენაზე არსებულ იმ მნიშნველოვან საკითხავ ლიტერატურას, რომელებიც ერთობლივად სახავენ ქალთა გაძლიერების, ემანსიპაციისა და ჩაგვრის მრავალშრიანი განზომილების გადალახვისა თუ დაძლევის შესაძლო გზებსა თუ პერსპექტივებს.

წინამდებარე სტატიები ფოკუსირდება ქალთა შრომისა და ექსპლუატაციის ორმაგი ბუნების ანალიზზე, პატრიარქალურ საზოგადოებრივ წესრიგში ჩაშენებული ქალთა სოციალური, კულტურული და ეკონომიკური როლებისა თუ ქცევის ნორმების კრიტიკულ გადააზრებასა და ქალის, როგორც ნეოლიბერალური თუ კოლონიური სუბიექტის დეკონსტრუქციის მცდელობაზე.

სტატიები მკითხველს ქალთა ჩაგვრაზე დაფუძნებული სისტემათა გადააზრებისა და ემანსიპატორული დღის წესრიგისთვის ბრძოლის ახალი და საერთო გზების ძიებისკენ მოუწოდებს.