ეს პროცესი 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის თვითნებური და პოლიტიზირებული იმპიჩმენტის პროცესით დაიწყო და აგრესიული ფორმები ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ მიიღო. ვიდეოში წარმოდგენილი დევნის ფაქტების მიღმა დაფიქსირდა არა ერთი სხვა უსამართლო გადაწყვეტილებაც. მათ შორის, ამ წლის დასაწყისში საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს ნათია შავაძეს, რომელიც აქტიური თანამშრომელი იყო და ღიად აკრიტიკებდა მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, ახალმა დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. მთლიანობაში ამ დროისთვის ახალმა მენეჯმენტმა საინფორმაციო სამსახურში საკვანძო პოზიციების მქონე თანამშრომლების უდიდესი ნაწილი გაათავისუფლა ან სხვა სამსახურში გადაიყვანა. ყველა ის ჟურნალისტი, წამყვანი, რედაქტორი, თანამშრომელი, რომელთან დაკავშირებითაც მენეჯმენტმა ბოლო 3 თვის განმავლობაში გადაწყეტილება მიიღო, 2020 წლის 26 იანვარს დაფუძნებული აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრია.

  • შეწყდეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების დევნა!

ვიდეო მომზადებულია "ღია საზოგადოების ფონდის" (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.