ვიდეოში საქართველოს აზერბაიჯანელი ქალები ადრეული ქორწინების პრობლემაზე და მის გამომწვევ სოციალურ და კულტურულ მიზეზებზე მსჯელობენ.

ქალები საკუთარ ისტორიას და გამოცდილებას იხსენებენ და ცდილობენ დაუპირისპირდნენ იმ გაბატონებულ ხედვას, რომელიც ამ პრობლემას მხოლოდ ადგილობრივი კულტურული ნორმებით ხსნის და უგულებელყოფს ამ რეგიონში წლების განმავლობაში სახელმწიფოს არსებითად სუსტ განვითარების პოლიტიკას.

რესპონდენტების დიდი ნაწილი საკუთარ თემში სოციალური ცვლილებების მიღწევას სხვადასხვა გზით ცდილობს და მათი ხედვებიც ამ რეალურ გამოცდილებას ეფუძნება.

ვიდეოს ავტორი: სოფო აფციაური