”აგარის შაქრის კომპანიის“ თანამშრომლები მესამე კვირაა ქარხნის წინ ათენებენ ღამეს. 5 თვეზე მეტია საწარმო გაჩერებულია და 500 მდე თანამშრომელი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. გუშინ მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა რომ საწარმოს ტერიტორიაზე, რომელიც შაქრის წარმოებისათვის აუცილებელ დანადგარებითაა აღჭურვილი, კომპანია კრიპტო ვალუტის ბიტკოინის გამომუშავებისთვის აუცილებელი ტექნოლოგიების დაყენებას იწყებს. საპასუხოდ, გუშინ დასაქმებულებმა საწარმოს შესასვლელი გადაკეტეს და დღემდე აგრძელებენ პიკეტირებას. დაბა აგარაში დასახლება საწარმოსთან ერთად გაჩნდა. დღემდე, დაბის მოსახლეობა ეკონომიკურად სრულად დამოკიდებულია საწარმოს მუშაობაზე.