„ბიბლუსმა“ ცილისწამების საქმეზე სასამართლო დავა წააგო. კომპანიამ დასაქმებულებს 2017 წლის მაისში უჩივლა, იმ ვიდეომიმართვის გამო, რომელშიც დასაქმებულები „ბილუსში“ შექმნილ არასათანადო შრომით პირობებს აღწერდნენ და საზოგადოებას მხარდაჭერის გამოხატვისა და სოლიდარობისათვის მოუწოდებდნენ.

კომპანიამ მიიჩნია, რომ დასაქმებულები ვიდეოში გაკეთებული განცხადებებით ავრცელებდნენ ცილისმწამებლურ და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ინფორმაციას, სასამართლოს მიმართა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბიბლუსის“ მოთხოვნა, უსაფუძვლობის გამო, არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიმჩნია, რომ თანამშრომლების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის ერთი ნაწილი წარმოადგენდა სწორ ფაქტებს, ხოლო მეორე ნაწილი მათ პირად აზრს, რაც გამოხატვის თავისუფლებითაა დაცული.

საქმეზე მოპასუხე მხარეთა ინტერესებს EMC იცავდა.