ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-11 დღეა შიმშილობენ. სამმა მოშიმშილემ პირი ამოიკერა. საპროტესტო აქციაში 3 ათაზე მეტი მაღაროელია ჩართული. გაფიცულებს ჭიათურის მოსახლეობის ნაწილი და სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. „ჯორჯიან მანგანეზში“ ე.წ ვახტურ რეჟიმზე მომუშავე დასაქმებული მაღაროელები ითხოვენ ხელფასების მომატებას 30%-ით (რეორგანიზაციის შემდეგ კი +20%-ით), ჯანდაცვის სადაზღვეო პაკეტების გაუმჯობესებას და მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას.

ე.წ. ვახტური რეჟიმი გულისხმობს ზედიზედ 15 დღის (ან ღამის) განმავლობაში 12 საათიან ცვლაში, ოფიციალური შესვენების გარეშე მუშაობას. ამ 15 დღიანი პერიოდის განმავლობაში, შპს "ჯორჯიან მანგანეზი" მოითხოვს, რომ დასაქმებულებმა ოჯახებისგან და საზოგადოებისგან მოწყვეტით, კომპანიისის კუთვნილ საერთო საცხოვრებელში იცხოვრონ. გაფიცვის თავდაპირველი მოთხოვნა ამ საცხოვრებელში საკვების ხარისხის გამოსწორება იყო.

ამ თემაზე EMC-ს და საიას განცხადება: http://bit.ly/2Ql4p0b