ვიდეოს სცენარი დაეფუძნა გიორგი ცინცაძის მიერ მომზადებულ კვლევით სტატიას „ექსტრაქტივისტული რეჟიმები და ჩამორთმევა დაგროვებით ჭიათურაში“, რომელიც შესულია კვლევითი სტატიების კრებულში „ექსტრაქტივისტული გადაკვეთები პოლიტიკა, ეკოლოგია და სოციალური ველი (კვლევითი სტატიების კრებული)“.

ვიდეოს ვიზუალური მასალა აღებულია ესეისტურ დოკუმენტურ ფილმზე - „ჯოჯოხეთის ქვა“ მუშაობისას შეგროვებული კადრებიდან და საარქივო მასალებიდან.

ვიდეო მომზადებულია პროექტის „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარდაჭერით.