შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი მდგომარეობის შეუქცევადი გაუმჯობესება საქართველოს კონსტიტუციური და საერთაშორისო ვალდებულებაა. კორონავირუსის თავისებურებები მოსახლეობაში გამოკვეთს რისკის ჯგუფებს, რომელთა მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების პასუხისმგებლობების ხარისხი განსაკუთრებულია. მათ შორისაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები: ამას ხშირ შემთხვევაში განაპირობებს გაუმართლებელი სოციალური ბარიერები, ზოგიერთ შემთხვევაში კი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, არსებითია, რომ სახელმწიფომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი ღონისძიებების გარდა, ისეთი ქმედებები განახორციელოს, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ეპიდემიის შესაძლო მძიმე ეფექტს შეასუსტებს. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინოს:

განსაკუთრებული საინფორმაციო მხარდაჭერა და ინსტრუქციების გაცემა. არსებითია სახელმწიფომ უზრუნველყონ COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. გამოყენებული უნდა იყოს ინფორმაციის გავრცელების იმგვარი საშუალებები, რომელიც შესაბამისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფს მიემართება. აღნიშნული გულისხმობს, როგორც ჟესტების ენის, ტექნოლოგიების, მარტივად წასაკითხი ფორმატების და მარტივი ენის გამოყენებას.[1]

მხარდაჭერის არსებული პროგრამების შენარჩუნება და დამატებითი სოციალური მექანიზმების უზრუნველყოფა.

  • მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს არსებული სერვისები ან უზრუნველყოფილი იყოს მათი შექმნილ გარემოებებთან ადაპტირება. ამ კუთხით ძირითადი გამოწვევაა დღის ცენტრების მომსახურების შეჩერება, რაც, თავის მხრივ, კორონავირუსთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდა. მნიშვნელოვანია აღნიშნული ცენტრებით გათვალისწინებული სერვისების ბენეფიციარებისთვის მიწოდების ალტერნატიული ფორმების გამონახვა.
  • მნიშვნელოვანია კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი სოციალური ქცევა, როგორიცაა სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაცია. თუმცა აღნიშნული ღონისძიებების დაცვა „შეუძლებელია იმ პირებისთვის, რომლებიც სხვებზე არიან დამოკიდებულნი“ თვითმოვლის თვალსაზრისით.[2] ამ კუთხით სახელმწიფოს ვალდებულებაა გამოიყენოს მხარდაჭერის დამატებითი სოციალური მექანიზმები.[3]
  • მნიშვნელოვანია, რომ რესპირატორული გართულებების რისკის წინაშე მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები (მიზანშეწონილი, შესაბამისი საჯარო მოსამსახურეები, სერვისის პროვაიდერები) დაექვემდებარონ პროაქტიულ ტესტირებას.[4]

შრომითი ურთიერთობები. ამ მხრივ რამდენიმე ძირითადი ღონისძიება უნდა განხორციელდეს:

  • შემოსავლის შენარჩუნების უზრუნველყოფა. დისტანციური მუშაობის შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამის პირებს უნდა მიეცეთ ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა;[5]
  • დამატებითი ფინანსური დახმარების საჭიროება. სახელმწიფოებმა უნდა იზრუნონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფაზე.
  • გონივრული მისადაგების პრინციპის რეალიზება. კონტაქტების შემცირების მიზნით, არსებითია, რომ გონივრული მისადაგების პრინციპის ფარგლებში, დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა მიეცეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის წევრს ან მის მზრუნველს;

განათლების უფლება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დისტანციური სწავლების პირობებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საგანმანათლებლო რესურსებსა და საშუალებებზე თანაბარი წვდომა.[6]

ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებები.

  • გონივრული ბალანსი წესების ცვლილების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომლებიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არიან. მათი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, რამდენადაც იმყოფებიან დაინფიცირების მაღალი რისკების პირობებში; გარდა ამისა სუსტდება გარე კონტროლის მექანიზმები, რასაც ჯანმრთელობის დაცვის საგანგებო ღონისძიებებითაა გამოწვეული.[7] ინსტიტუციის გარეთ მყოფ ადამიანებთან კონტაქტების შეზღუდვა ამ პირებს სრულად დაუცველად ტოვებს ინსტიტუციების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით.[8] ამ კუთხით სახელმწიფოებმა გონივრული ბალანსი უნდა ეძიონ.
  • წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შემუშავებული პრინციპების დაცვა. ფსიქიატრიულმა დაწესებულებებმა მკაცრად უნდა დაიცვან წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ შემუშავებული პრინციპები.[9]
  • მენტალური ჯანმრთელობის დამატებითი პროგრამების უზრუნველყოფა. შექმნილი ვითარება ზოგადად სტრესულია და მნიშვნელოვანია, რომ ამ პირობებში განსაკუთრებული სოლიდარობა და მხარდაჭერა იყოს ფსიქო-სოციალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.[10] მიზანშეწონილია მენტალური ჯანმრთელობის მხარდამჭერი დამატებითი პროგრამების უზრუნველყოფა.[11]

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] COVID-19: Who is protecting the people with disabilities? – UN rights expert <https://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=25725&LangID=E>; Protect Rights of People with Disabilities During COVID-19 <https://www.hrw.org/news/2020/03/26/protect-rights-people-disabilities-during-covid-19

[2] COVID-19: Who is protecting the people with disabilities? – UN rights expert <https://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=25725&LangID=E>

[3] COVID-19: Who is protecting the people with disabilities? – UN rights expert <https://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=25725&LangID=E>

[4] Toward a Disability-Inclusive COVID19 Response: 10 recommendations from the International Disability Alliance, Recs. 2, 6 <http://www.internationaldisabilityalliance.org/sites/default/files/ida_recommendations_for_disability-inclusive_covid19_response_final.pdf>

[5] COVID-19: Who is protecting the people with disabilities? – UN rights expert <https://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=25725&LangID=E>

[6] Toward a Disability-Inclusive COVID19 Response: 10 recommendations from the International Disability Alliance, Rec. 6 <http://www.internationaldisabilityalliance.org/sites/default/files/ida_recommendations_for_disability-inclusive_covid19_response_final.pdf>; Human Rights Watch, Protect Rights of People with Disabilities During COVID-19 <https://www.hrw.org/news/2020/03/26/protect-rights-people-disabilities-during-covid-19>

[7] COVID-19: Who is protecting the people with disabilities? – UN rights expert <https://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=25725&LangID=E>

[8] COVID-19: Who is protecting the people with disabilities? – UN rights expert <https://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=25725&LangID=E>

[9] Statement of principles relating to the treatment of persons deprived of their liberty in the context of the coronavirus disease (COVID-19) pandemic, European Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT) <https://rm.coe.int/16809cfa4b>

[10] Toward a Disability-Inclusive COVID19 Response: 10 recommendations from the International Disability Alliance, Rec. 2 <http://www.internationaldisabilityalliance.org/sites/default/files/ida_recommendations_for_disability-inclusive_covid19_response_final.pdf>

[11] Human Rights Watch, Protect Rights of People with Disabilities During COVID-19 <https://www.hrw.org/news/2020/03/26/protect-rights-people-disabilities-during-covid-19>