კორონავირუსის თავისებურებები მოსახლეობაში გამოკვეთს რისკის ჯგუფებს, რომელთა შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. ამას ხშირ შემთხვევაში განაპირობებს გაუმართლებელი სოციალური ბარიერები, ზოგიერთ შემთხვევაში კი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სახელმწიფომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი ღონისძიებების გარდა, ისეთი ქმედებები უნდა გაატაროს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ეპიდემიის შესაძლო მძიმე ეფექტს შეასუსტებს.

EMC-ს განცხადება ამ თემაზე ვრცლად: https://bit.ly/2ywjHdE

მასალა მომზადებულია უსახლკაროებთან მომუშავე ეროვნული ორგანიზაციების ევროპული ფედერაციის (FEANTSA) რეკომენდაციების საფუძველზე და ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.