მარია ლუგონესი

თორნიკე ჭუმბურიძის თარგმანი

 

სტატიაში „ჰეტეროსექსუალიზმი და კოლონიური/მოდერნული გენდერული სისტემა“ (Lugones, 2007), მე გამოვედი შემოთავაზებით, რომ კოლონიზატორსა და კოლონიზებულს შორის ურთიერთობა წაგვეკითხა გენდერის, რასის და სექსუალობის პერსპექტივიდან.  ამით იმის თქმა არ მინდოდა, რომ კოლონიური ურთიერთობების ამჟამინდელ გაგებას გენდერირებული და რასობრივი წაკითხვა უნდა შევმატოთ. ნაცვლად ამისა, ჩემი შემოთავაზება იყო, თავიდან წაგვეკითხა თავად თანამედროვე კაპიტალისტური კოლონიალური მოდერნულობა. ეს იმიტომ, რომ გენდერის კოლონიური თავსმოხვევა გადაკვეთს ისეთ საკითხებს, როგორებიცა ეკოლოგია, ეკონომიკა, მმართველობა, სულიერ სამყაროსთან ურთიერთობა და ცოდნა, ისევე როგორც ყოველდღიურ ქცევებს, რომლებიც გვაჩვევენ სამყაროზე ზრუნვას ან მის განადგურებას. ამ ჩარჩოს გთავაზობთ არა როგორც აბსტრაქციას ცხოვრებისეული გამოცდილებისგან, არამედ როგორც გამადიდებელ შუშას, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ის, რაც დაფარულია ჩვენი წარმოდგენიდან როგორც რასასა და გენდერზე, ისე ნორმატიულ ჰეტეროსექსუალობასთან ორივე მათგანის კავშირზე.

მოდერნულობა სამყაროს ონტოლოგიურად ატომისტურ, ჰომოგენურ, განცალკევებად კატეგორიებში ახარისხებს. ფემინისტური უნივერსალიზმის კრიტიკა ფერადკანიანი და მესამე სამყაროს [წარმომადგენელი] ქალების მხრიდან, ყურადღების ცენტრში აქცევს მტკიცებას, რომ რასის, კლასის, სექსუალობის და გენდერის ინტერსექცია მოდერნულობის კატეგორიებს სცდება. თუკი ქალი და შავკანიანი ჰომოგენური, ატომისტური, განცალკევებადი კატეგორიების აღმნიშვნელი ტერმინებია, მაშინ მათი ინტერსექცია გვაჩვენებს არა შავკანიანი ქალების ყოფნას, არამედ მათ არყოფნას. ამიტომაც, არა-თეთრკანიანი ქალების შემჩნევა ნიშნავს, გასცდე ამ „კატეგორიულ“ ლოგიკას. მე გთავაზობთ, გამოვიყენოთ კოლონიური, გენდერირებული სისტემა, როგორც ლინზა, რომლის მეშვეობითაც, კიდევ უფრო სიღრმისეულად მოვიხელთებთ კოლონიური მოდერნულობის მჩაგვრელ ლოგიკას თეორიულად, მის მიერ გამოყენებულ იერარქიულ დიქოტომიებსა და კატეგორიულ ლოგიკას. მინდა გამოვკვეთო კატეგორიული, დიქოტომიური, იერარქიული ლოგიკა, როგორც საკვანძო მნიშვნელობის მქონე რასაზე, გენდერსა და სექსუალობაზე მოდერნული, კოლონიური, კაპიტალისტური აზროვნებისთვის. ეს საშუალებას მაძლევს, ვეძებო ისეთი სოციალური ორგანიზაციები, საიდანაც ადამიანები უპირისპირდებოდნენ მოდერნულ, კაპიტალისტურ მოდერნულობას, რაც ეწინააღმდეგება მის ლოგიკას. აპარიციოსა და ბლეიზერის კვალდაკვალ, სოციალური, კოსმოლოგიური, ეკოლოგიური, ეკონომიკური და სპირიტუალური ორგანიზების ასეთ ფორმებს არამოდერნულს ვუწოდებ. აპარიციოს[i], ბლეიზერის და სხვათა მსგავსად, მე ვიყენებ არამოდერნულს იმის ხაზგასასმელად, რომ ეს ფორმები პრემოდერნული არ არის. მოდერნულობის აპარატი მათ პრემოდერნულ ფორმებად აცხადებს. ამიტომაც, არამოდერნული ცოდნები, ურთიერთობები და ღირებულებები, ისევე როგორც ეკოლოგიური, ეკონომიკური და სპირიტუალური პრაქტიკები, ლოგიკურად აიგება, როგორც დაპირისპირებული დიქოტომიურ, იერარქიულ, „კატეგორიულ ლოგიკასთან“.

ვრცლად იხ. მიმაგრებულ ფაილში.

 

დეკოლონიური_ფემინიზმისკენ_1567686483.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[i] ხუან რიკარდო აპარიციო და მარიო ბლეიზერი, თავიანთ ჯერ არ გამოსულ ნაშრომში, წარმოგვიდგენენ ამ ანალიზს, ცოდნას და პოლიტიკურ პრაქტიკებს შორის მიმართებას, რომელიც კონცენტრირდება პოლიტიკურად ჩართულ კვლევაზე ამერიკის კონტინენტების მკვიდრ მოსახლეთა თემებში, მოიცავს რა როგორც აკადემიის წარმოადგენლებს, ისე აქტივისტებს, როგორც თემის წევრებს, ისე მის გარეთ მყოფთ. ეს მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ცოდნის  წარმოების დეკოლონიური, გამათავისუფლებელი პროცესების გაგებისათვის.