30 ოქტომბერს, 17:00 საათზე, EMC-ს ფეისბუქ გვერდზე გაიმართა მორიგი ონლაინ დისკუსია: "წინასაარჩევნო გარემო და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები - რეგიონალური პერსპექტივა"
მომხსენებლები:
  • ლუიზა მუთოშვილი - მასწავლებელი, სამოქალაქო აქტივისტი;
  • ქამრან მამედლი - მკვლევარი, სამოქალაქო აქტივისტი, პლატფორმა სალამის თანადამფუძნებელი;
  • ზაზა მიქელაძე - ორგანიზაცია სამოქალაქო დარბაზის თანადამფუძნებელი;
  • ტიგრან ტარზიანი - ორგანიზაცია ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის თანადამფუძნებელი და დირექტორი;
მოდერატორი: თამთა მიქელაძე, EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი;
პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში, პოლიტიკურ ხედვებში და შიდა პარტიულ ცხოვრებაში არადომინანტი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები და მათი საჭიროებები, უფლებები, წუხილები სათანადოდ რეპრეზენტირებული არ არის. არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებით კომპაქტურად და ტრადიციულად დასახლებულ რეგიონებში წინასაარჩევნო გარემოს განსაკუთრებული კონტექსტები და დაძაბულობა ახლდა თან.
დისკუსიის ფარგლებში პანკისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონების პერსპექტივით წინასაარჩევნო პროცესებზე და პოლიტიკურ დინამიკაზე ვიმსჯელეთ. მათ შორის, შევეცადეთ აგვეხნა როგორია პოლიტიკის წარმოების ისტორიულად ჩამოყალიბებული გამოცდილება ამ რეგიონებში და რა სისტემური მიზეზები და ახსნა აქვს შექმნილ რეალობას.