კრებულში შესული სტატიები ექსტრაქტივისტული თეორიული ჩარჩოს გამოყენებით აანალიზებენ საქართველოში წარმოდგენილ მონოინდუსტრიული რეგიონების სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ რეალობას. კველვითი სტატიების ავტორები მუშაობდნენ ისტორიის, ანთროპოლოგიის, სოციალური გეოგრაფიის თუ პოლიტიკური ეკოლოგიის მეთოდებით, სადაც ადგილობრივი კონტექსტის სპეციფიკა და მისი კავშირი გლობალურ პროცესებთან კვლევის მთავარ ფოკუსს წარმოადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ ექსტრაქტივიზმის კვლევითი მიმართულება თავისთავად ინტერდისციპლინურ მეთოდოლოგიას ეფუძნება და ის დარგობრივ თუ სამეცნიერო სპეციალიზებამდე არ დაიყვანება, ამ ქოლგის ქვეშ თავმოყრილი ცოდნაც, თვისობრივად მდიდარი და მრავალმხრივია.
კრებული მომზადებულია პროექტის „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარდაჭერით.

ნახვა

გადმოწერა

ექსტრაქტივისტული_გადაკვეთები_1607776840.pdf