რას გულისხმობს ექსტრაქტივისტული ოპერაციები და რა ნაკვალევს ტოვებს ის სოციალურ და ეკოლოგიურ გარემოზე? როგორ ყალიბდება განსხვავებული ექსტრაქტივისტული რეჟიმები და რა როლს თამაშობს მათ ფორმირებაში პოლიტიკა თუ იდეოლოგია? რატომ არიან ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნები (მათ შორის ლათინური ამერიკის, აზიის თუ აფრიკის ქვეყნები) „ჩამორჩენილი“ და რატომ ვერ „დაწინაურდნენ“ ისინი ეკონომიკურად?

თარგმანების კრებულში შესული ტექსტები ამ და სხვა მრავალ კითხვას სცემს პასუხს, რაც სამთო-მოპოვებით ინდუსტრიას, ექსტრაქტივისტულ ოპერაციებს, გარემოს ცვლილებისა და ეკოლოგიის დეგრადირების მრეწველობით მდგენელებს უკავშირდება. კრებული დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად და მასში ექვსი თარგმანი შედის. თითოეულ მათგანს აქვს წანამძღვარი სინთეზური შესავლის სახით, რომელიც ცდილობს ტექსტებში მოცემული თეორიული თუ ცნებობრივი რეგისტრების კონტექსტუალიზებას და ფართო პროცესებთან დაკავშირებას.

თარგმანების კრებული მომზადებულია პროექტის „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარდაჭერით.

ნახვა

გადმოწერა

თარგმანების_კრებული_1608806027.pdf