EMC-ს პოზიციით:

  • ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალი ორგანოს შექმნან ადეკვატურად უნდა უპასუხოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს;
  • ფართო მსჯელობის და დისკუსიის საგანი უნდა გახდეს უსაფრთოხების საკითხებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების კოორდინაცია, მათ შორის ინფორმაციის გაცვლის და ანგარიშვალდებულების საკითხები;
  • უნდა გადაიხედოს პრემიერ-მინისტრის მიერ კრიზისული ვითარებების პოლიტიკურ დონეზე მართვის საკითხი და კანონში გაჩნდეს საკმარისი გარანტიები უსაფრთხოების სამსახურების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ზრდისთვის.

EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საკითხის დეტალური განხილვისთვის ორგანიზება გაუწიოს დამატებით შეხვედრებს და ჩართოს პროცესში დაინტერესებული ჯგუფები.

ნახვა

გადმოწერა

emc-ს_მოსაზრებები_1548842394.pdf