დღეს, 23 მარტს გარდაიცვალა გოგიტა აბაშიძე, რომელიც შიმშილობის გამო აღმოჩნდა შოკურ მდგომარეობაში. იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა უმძიმესი მდგომარეობის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. EMC უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.

ჩვენ, EMC-ს წევრები ვფიქრობთ, რომ გოგიტა აბაშიძის გარდაცვალება არის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობა. ეს ტრაგედია კარგად აჩვენებს იმ გულგრილობას და პრობლემის არ დანახვას, რომლითაც ყოველდღიურად მივდივართ კატასტროფულ შედეგებამდე.

მთავრობამ ყველა ზომას უნდა მიმართოს, რათა არ დადგეს ადამიანების შიმშილობით სიკვდილის შემთხვევა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიხდით გადასახადებს, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ საბიუჯეტო სახსრები რაციონალურად უნდა გადაანაწილოს და პირველ რიგში მოგვარდეს პრობლემები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს არსებული გამოწვევების ადეკვატური სოციალური პოლიტიკა.

ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი ტრაგედია გამოაფხიზლებს, როგორც მთავრობას, ასევე საზოგადოებას და მომავალში სათანადო ყურადღება მიექცევა ადამიანებს, რომელთათვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერა არსებითია.