ფოტო: ლიბერალი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის - ვიქტორ მადრიგალ-ბორლოსის საქართველოში ვიზიტისათვის წარადგინა ანგარიში ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

წარდგინება აფასებს ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო და პოლიტიკის ცვლილებებს სამი ძირითადი მიმართულებით: ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, სოგი-ს ნიშნით სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობა.

ამასთან, წარდგინება მოიცავს ინფორმაციას ლგბტ ადამიანების უფლებადარღვევათა კონკრეტული ფაქტების შესახებ, მათ შორის, მესამე პირების მხრიდან მომდინარე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ოჯახში ჩადენილი დანაშაულებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან მომდინარე ძალადობის შესახებ, მათ შორის, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძისა და ლგბტქ აქტივისტის თ.კ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან გამოვლენილ ძალადობასა და მის არაეფექტურ გამოძიებაზე. დოკუმენტი ასევე მოიცავს ინფორმაციას ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ ნეო-კონსერვატული ანტი-გენდერული ჯგუფების მხრიდან მომდინარე კიბერ თავდასხმების შესახებ, კერძოდ, ლგბტ აქტივისტების კობა ბიწაძისა და ბექა გაბადაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობისა და მკვლელობის მუქარას.

დამატებით, დოკუმენტი განიხილავს 2012 წლიდან დღემდე ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღის (IDAHOT) აღნიშვნისა და ლგბტ თემის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებს და კრიტიკულად აფასებს სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების ეფექტურობას.

დოკუმენტი აანალიზებს ლგბტ ჯგუფის მიმართ მტრული და ნეგატიური საზოგადოებრივი დამოკიდებულებების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მხრიდან პრევენციული ზომების არარსებობაზე, რომელიც ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში არსებული კრიტიკული გამოწვევების მიმართ სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკით არის გაძლიერებული.

სექსუალურ ორიენტაციისა და გენდერულ იდენტობის საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ვიზიტი საქართველოში დაგეგმილია 25 სექსტემბრიდან 5 ოქტომბრამდე პეროდში. EMC მომავალშიც გააგრძელებს დამოუკიდებელ ექსპერტთან კომუნიკაციასა და ადვოკატირებას.

გაეცანით დოკუმენტს ინგლისურ ენაზე⇓

ნახვა

გადმოწერა

UN_independent_expert_on_SOGI_issues_1536141527.pdf