ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ხულდარას, ქვემო სარალის, აღმამედლოსა და კასუმლოს სოფლების სათემო ცენტრებთან ერთად მარნეულის მერს და საკრებულოს პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის შემუშავების პროცესისთვის რეკომენდაციების და ხედვების დოკუმენტი გაუზიარა. დოკუმენტი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასვლითი ვიზიტების, ადგილობრივ აქტივისტებთან კონსულტაციის საფუძველზე მომზადდა და ის ცდილობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მაქსიმალურად გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის, მათთვის უფრო სამართლიანი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნის და ინკლუზიის პოლიტიკა.

დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები შემდეგი მიმართლებით:

  • ენის პოლიტიკა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ეთნიკური უმცირესობების დაცვის პოლიტიკის გაძლიერება;
  • უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის დაცვა;
  • უნდობლობის და პოლიტიკური ფრუსტრაციის დაძლევა;
  • ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა;
  • ბაღების მხარდაჭერა და განვითარება;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
  • სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა;
  • მიწის რეგისტრაციისა და სოფლებში მიწების უსამართლო განაწილების პრობლემა;
  • სოციალური პროგრამები ქალებისთვის, ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, შშმ პირებისთვის და ა.შ;
  • სანიტარია და გარემოს დაცვა.

EMC და მისი პარტნიორი სათემო ორგანიზაციები იმედს გამოვთქვამთ, რომ ზემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები ადგილობრივ ხელისუფლებას დაეხმარება პრიორიტეტების განსაზღვრაში და ადგილობრივ საჭიროებებზე და უფლებების დაცვაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებაში.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში

ნახვა

გადმოწერა

პრიორიტეტების-დოკუმენტი_მარნეულის-მუნიციპალიტეტს_1571915874.pdf