ვენეციის კომისია დეტალურად განიხილავს ცვლილებების პროექტის ყველა არსებით დებულებას და მიიჩნევს, რომ პროექტი აუმჯობესებს ორგანული კანონის ბევრ დებულებას და აახლოვებს მას ევროპულ სტანდარტებთან.

გარდა დასკვნაში მითითებული არაერთი პოზიტიული ცვლილებისა, ვენეციის კომისია საქართველოს აძლევს შემდეგ ძირითად რეკომენდაციებს:

- სასამართლოს თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეებს, მოადგილეებს, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს და ყველა იმ პირს, რომელთაც ზემოაღნიშნული პოზიციები ეკავათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში, უნდა ჰქონდეთ საბჭოს წევრობის შესაძლებლობა;

დასაშვებია კანონმა გაითვალისწინოს ისეთი მექანიზმები როგორიცაა, კანონით საბჭოში თავმჯდომარეთა არჩევის რაოდენობრივი შეზღუდვის დადგენა, სასამართლოს თავმჯდომარის ვალდებულება საბჭოში არჩევის შემთხვევაში დატოვოს დაკავებული თანამდებობა;

- პარლამენტის მიერ საბჭოს წევრთა არჩევა უნდა მოხდეს ორი მესამედის უმრავლესობით ან სხვა პროპორციული კენჭისყრის მეთოდით, თუმცა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მექანიზმები კრიზისული მდგომარების თავიდან ასაცილებლად;

- საქართველომ უარი უნდა თქვას ცვლილებაზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს;

- შესაძლებელია განხილულ იქნეს სხვა გარდამავალი დებულებების მიღებაც, რომელიც საბჭოს არსებულ შემადგენლობას დაახლოვებს მისი დაკომპლექტების მომავალ მეთოდთან. ეს შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს მაგალითად, საბჭოს წევრების ვალდებულებით დატოვონ თავმჯდომარის პოზიციები საბჭოს წევრობის შენარჩუნების მიზნით. აგრეთვე, ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დანიშნული წევრების შემთხვევაში, შესაძლოა აღნიშნულის გამოსწორება მოხდეს არა მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩევის გზით, არამედ ამის ნაცვლად, ამ დანიშვნებზე მოსამართლეთა კონფერენციის თანხმობის პროცედურის შემოღებით.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციები.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

იხ. ვენეციის კომისიის დასკვნის დედანი ინგლისურ ენაზე:http://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD%282013%29007-e;

იხ. კანონპროექტი ქართულ ენაზე: https://www.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fmatsne.gov.ge%2Findex.php%3Foption%3Dcom_ldmssearch%26view%3DdocView%26id%3D1776892%26lang%3Dge&h=2AQGuo49W