14 აპრილს, სოფელ ციხისძირში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ინციდენტი მოხდა. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს ციხისძირში მცხოვრები ცოლ-ქმარი. სამხედროები დაინტერესდნენ რომელი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ მოქალაქეები. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუქარას რელიგიური ნიშნით.

ასევე, ციხისძირის მაცხოვრებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით სამხედროპოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს რამოდენიმე გასროლა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სხვა მოქალაქეებსაც.

მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება აღნიშნული თანამშრომლების სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, ასევე ვრცელდება ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ.

EMC გამოხატავს შეშფოთებას აღნიშნული შემთხვევის გამო და ამ ფაქტს მიიჩნევს ბუნებრივ გაგრძელებად იმ ანტიმუსლიმური განწყობისა, რომელიც ბოლო დროს საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში შეინიშნება.

რელიგიური ჯგუფების მიმართ გახშირებული დაპირისპირების გამო, ნათელია, რომ ეს არ წარმოადგენს მხოლოდ ერთ კონკრეტულ გადაცდომას. სახეზეა საზოგადოების სისტემური პრობლემა. ეს კი მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე განახორციელოს პოზიტიური ქმედებები საზოგადოებაში ტოლერანტობისა და სოლიდარობის დამკვიდრების თვალსაზრისით.

EMC მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროული და ეფექტურიგამოძიებისკენ. შემთხვევა მოიცავს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც საჭიროებს ადეკვატურ რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან.

EMC კიდევ ერთხელ გამოხატავს ნეგატიურ დამოკიდებულებას საზოგადოების ნაწილში არსებულ არატოლერანტულ და არასოლიდარულ განწყობებზე განსხვავებული ჯგუფებისმიმართ.