წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია, ხელი შეუწყოს ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების უფლებების და ამ კუთხით სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ ცოდნის გაძლიერებას/ამაღლებას საზოგადოებაში, ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს, იურისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის, ასევე აღნიშნული უფლებების მქონე სუბიექტებს შორის. უფლებების ეფექტიანად დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეთნიკურ უმცირესობებს, ისევე როგორც მათ უფლებებზე მომუშავე პირებს/ორგანიზაციებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია იმ საერთაშორისო სტანდარტებისა და მექანიზმების შესახებ, რომელთა შესრულების ვალდებულებაც საქართველომ აიღო საერთაშორისო დონეზე. სახელმძღვანელოს მიზნებს სცდება, შეისწავლოს და ასახოს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. აღნიშნული საკითხი სხვა კვლევების საგანი გახდება მომავალში.

ნახვა

გადმოწერა

GEO_WEB_1552474567.pdf

Azer_WEB_1552475351.pdf

RUS_WEB_1552475396.pdf