როგორ გამოიყურება აფრიკის დასახლება დღეს, სახლების დემონტაჟის შემდგომ.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, თბილისის მერიამ პოლიციის თანხლებით აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მერია სათანადოდ ვერ იაზრებს სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ჯგუფების მიმართ საკუთარ პასუხისმგებლობებს.