ჭიათურაში მაღაროელები 11 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. სამმა მოშიმშილემ პირიც ამოიკერა. საპროტესტო აქციაში 3 ათასზე მეტი მაღაროელი იყო ჩართული. ისინი ითხოვდნენ: ხელფასის ​ 30%-ით მომატებას (რეორგანიზაციის შემდეგ კი +20%-ით), ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებასა და მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას. მაღაროელების მაშტაბურ საპროტესტო აქციას ჭიათურის მოსახლეობაც შეუერთდა. გაფიცულებს სოლიდარობა ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმაც გამოუცხადეს.

2019 წლის 27 მაისს ​მაღაროელებსა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეთანხმება შედგა. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, განაცხადა, რომ მაღაროელებს 25 პროცენტით მოემატებათ ხელფასები პირველი ივნისიდან, ხოლო წლის განმავლობაში კიდევ 10 პროცენტით. მხარეები ასევე შრომის უსაფრთხოებისა და გადაიარაღების საკითხებზეც შეთანხმდნენ.