წარმოგიდგენთ ზურა ჯაშის ლექციას: "სამართლიანობის იდეა და მოღვაწეობა ადრეული ხანისა და თანამედროვე მართლმადიდებელ ეკლესიებში"

ზურა ჯაში არის მიუნსტერის მართლმადიდებლური თეოლოგიური ფაკულტეტის დოქტორანტი. ლექცია წაკითხულია 18 ნოემბერს, EMC-ს მიერ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში: „რელიგია და მისი სოციალური განზომილებები - ხელახალი წაკითხვის მცდელობა“.

ლექციის აბსტრაქტი: "ბოლო საუკუნეებში მართლმადიდებელი ეკლესიები აღმოსავლეთ ევროპაში არესებობდნენ სხვადასხვა სახის რეპრესიული რეჟიმების ქვეშ, რის შედეგადაც მათი მოღვაწეობა სოციალური სამართლიანობის სფეროში მნიშვნელოვანწილად შეიზღუდა. ამ ვითარებამ შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მართლმადიდებლური ეთოსისთვის დამახასიათებელია სოციალური თემატიკის მიმართ გულგრილობა და მისი ინტერესების სფეროს შემოფარგვლა მხოლოდ კულტმსახურებითა და ასკეტური ღვაწლით. სინამდვილეში ისტორიული ცნობები ადრეული ეპოქის აღმოსავლურ ეკლესიათა საღვთისმეტყველო აზროვნებისა და მოღვაწეობის შესახებ უხვად მოწმობს საპირისპიროზე. განვიხილავთ ამ ცნობებს მათ ისტორიულ კონტექსტში და ვიმსჯელებთ იმ გზებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქრისტიანული სოციალური სამართლიანობის იდეებისა და პრაქტიკის განვითარებას თანამედროვე კონტექსტში".