EMC გთავაზობთ თარგმანს კრებულიდან -"სოციალური კვლავწარმოება, ქალთა შრომა და შინშრომა".

თარგმანი: ალექსანდრა აროშვილი

"პირველი კითხვა, რომელსაც აღნიშნული თეორიული რევოლუცია სვამს, ამ მოვლენათა ფონზე ძველ კონცეფციათა სტატუსებს ეხება: როგორ შეცვალა არასაბაზრო ურთიერთობების მნიშვნელობის გადააზრებამ სოციალური კვლავწარმოების კონცეფცია, რომელიც იქამდე პოლიტეკონომიაში მხოლოდ საბაზრო საფუძველზე განიხილებოდა? უფრო ზუსტად, როგორ მიემართება ამ სფეროს „სოციალური კვლავწარმოების კრიზისის“ კონცეფცია, რომელიც მონათლულია „ნორმალური“ საბაზრო ურთიერთობებიდან ამოვარდნად და როგორც მარქსთან, ისე მთელი კლასიკური ეკონომიკის ტრადიციაში დეპრესიებთან, პანიკებთან და ბუშტებთან არის ასოცირებული? შეგვიძლია თუ არა, განვავითაროთ ასეთი კრიზისების შესახებ უფრო ზოგადი ცნება იმასთან ანალოგიით, რაც სასაქონლე გაცვლებშია ფესვგადგმული? შეიძლება თუ არა შიმშილების, გენოციდების, ომების და სოციალურ კვლავწარმოებაში სხვა „ჩავარდნების“ ახსნა კრიზისის კლასიკური ცნების განზოგადებით?

სწორედ ამ კითხვებზე ფოკუსირდება წინამდებარე ესე, ისევე როგორც სოციალური თეორია 1980-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც აღიარებულ იქნა, რომ შიმშილები და უამრავი სხვა უბედურებები წარმოადგენს არა ბუნებრივ კატასტროფებს, არამედ საკვებზე, მიწასა და არსებობის სხვა ფორმებზე უფლებების ჩამორთმევისგან სოციალურად გამოწვეულ შედეგებს."

ნახვა

გადმოწერა

ჯორჯ კაფენცისი_1612354432.pdf