„ამ სახლებში ცხოვრება უკვე საშიში ხდება, ჯანმრთელობის პრობლემები გვექმნება, მიწა მოუსავლიანი ხდება, მარგანეცის მოპოვებას ეწირება ჭიათურის მოსახლეობა" - ლალი ხვედელიძე ჭიათურიდან.

2005 წლიდან სახელმწიფოს მიერ დაწყებული პოლიტიკის შედეგად დასაქმებულები დაუცველები რჩებიან, გარემოს რესურსები კი უკონტროლოდ არის ათვისებული.სახელმწიფოს უმოქმედობა უნდა დასრულდეს.ჩვენ ვითხოვთ ადამიანების კეთილდღეობაზე დაფუძნებულ სოციალურ პოლიტიკას.რას მოითხოვ შენ?

►„რას მოითხოვ შენ?“ კამპანია წარმოადგენს მცდელობას მოხდეს შრომისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ხარვეზების, სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება.