წარმოგიდგეთ ფორუმის „ექსტრაქტივისტული გადაკვეთები - პოლიტიკა, ეკოლოგია და სოციალური სამართლიანობა“ ფარგლებში ჩაწერილ ვიდეო ლექციას თემაზე „ექსტრაქტივიზმის ჩავარდნები და პოსტ-ექსტრაქტივისტული ტრანზიციის აუცილებლობა“.

ლექცია მოამზადა კარლოს მონჯემ, წარმოშობით პერუელმა მეცნიერმა და ლათინური ამერიკის ექსტრაქტივიზმის თემაზე მომუშავე მკვლევარმა, რომელიც ლათინური ამერიკის ბუნებრივი რესურსების მართვის ცენტრის უფროს ანალიტიკოსი. კარლოს მონჯეს კვლევით ინტერესები უკავშირდება ბუნებრივი რესურსების მართვის დეცენტრალიზების, რურალური განვითარების, სოციალური მონაწილეობის წახალისებისა და სოციალური კონფლიქტების საკითხების შესწავლას მოპოვების ადგილებზე.

ვიდეო-ლექციაში მომხსენებელი მიმოიხილავს ლათინური ამერიკის ბუნებრივი რესურსების განვითარების დინამიკას, მის ჩავარდნებს და გვთავაზობს ახალ, პოსტ-ექსტრაქტივისტული ტრანზიციის მიდგომას, რომელიც რესურსების მოპოვების, გადამუშავების და მართვის ალტერნატიულ მოდელებს შეიძლება დაეფუძნოს. გლობალური დათბობის, ეკოლოგიური კატასტროფებისა და არაგანახლებადი რესურსების ამოწურვის პირობებში, მნიშვნელოვანია მსჯელობა გააქტიურდეს იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ტრანზიცია წარმოებისა და მოხმარების ახალ მოდელებზე, რომელიც ცდება ვიწრო ნაციონალურ პოლიტიკას და გლობალისტურ წარმოდგენებს მოიცავს.

ვიდეო-ლექცია მომზადებულია პროექტის "სამთო მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.