EMC-ს სოციალური პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი, სამუშაოების წარმოებებისას უსაფრთხოების წესების დარღვევასა და გამოძიების ხარვეზებზე საუბრობს:

"სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების საქმეთა გამოძიება ძირითადად, საწყის ეტაპზევე წყდება. თუ დგება დასაქმებულების პასუხისმგებლობა ეს ეხება მხოლოდ დაბალი რანგის თანამშრომლების. მენეჯმენტის მაღალ რგოლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. შესაბამისად, ეს პრობლემა, რომელიც ბევრ საწარმოში არსებობს შრომის უსაფრთხოების კუთხით, სისტემის პასუხისმგებლობა და სისტემის, როგორც პრობლემის გამოკვეთა არ ხდება".

მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე