Library Thumbnail Image

ხელმძღვანელი: თამთა მიქელაძე

გვერდების რაოდენობა: 206

გამოცემის წელი: 2020

ISBN: 978-9941-8-2904-8

ავტორები:  ლიკა ჯალაღანია

ნახვა

გადმოწერა

ლგბტქ_ჯგუფის_სოციალური_ექსკლუზიის_კვლევა_1612128809.pdf

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ლგბტქ ჯგუფის სოციალური ექსკლუზიისა და ძალადობის გამოცდილების შესწავლა წინამდებარე რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში 2019 წელს დაიწყო. კვლევის მიზანი იყო ლგბტქ ჯგუფის წინაშე მდგარი ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური ბარიერების გამოვლენა და ძირითად პრობლემათა აღმოსაფხვრელად საჭირო პოლიტიკის შემუშავების ხელის შეწყობა.

კვლევამ მიზნად დაისახა გამოეკვლია სოციალური მოწყვლადობის დეტერმინანტები და სოციალური ექსკლუზიის სიმპტომები, რაც შესაძლებელი გახადა ვერტიკალური და ჰორიზონტალური უთანასწორობის ასპექტების ურთიერთქმედების გამოვლენამ. ის დაეფუძნა ლგბტქ თემის სოციალური და ეკონომიკური გამორიცხვის მახასიათებლებს და მათი პოლიტიკური მონაწილეობის, აგენტობისა და ინკლუზიური ჩართულობის გამოვლენას, ისევე როგორც აქტივიზმში ჩართულობისა და საკუთარი დღის წესრიგის განსაზღვრის შესაძლებლობებს.

სოციალური ექსკლუზიის ჩარჩოს ფართო შინაარსის გამოყენებით, კვლევა ცდილობს ლგბტქ თემის ექსკლუზია არ დაუქვემდებაროს მხოლოდ ეკონომიკურ აღმწერებს და ექსკლუზიის ისეთ ფორმებზე მოახდინოს აქცენტირება, რომელიც შედეგს იძლევა არამხოლოდ მონეტარული სიღარიბით, არამედ ცხოვრებისეული შანსების სოციალური სიღარიბითაც, რაც სხვა საკითხთა შორის, ასევე მოიცავს აგენტობის დაკარგვისა და თანასწორი მოქალაქეობის იდეიდან განდევნას. კვლევა აჩვენებს, რომ ლგბტქ თემის წევრები სხვებთან თანასწორი და სრულყოფილი ცხოვრებით სარგებლობას ვერ ახერხებენ და მათი თავისუფლად ცხოვრების შანსები არსებითად შეზღუდულია ყველა უფლებრივ ჩარჩოსთან მიმართებით.

წინამდებარე კვლევა მომზადებულია პროექტის, „ლგბტი პირთა უფლებების გაძლიერება, სექსუ- ალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების ადვოკატირება და ქვიარ აქტივისტთა მხარდაჭერა“, ფარგლებში.

კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ პოზიციას და არ შეიძლება განიხილებოდეს სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) შეხედულებების ამსახველად.

ნახვა

გადმოწერა

ლგბტქ_ჯგუფის_სოციალური_ექსკლუზიის_კვლევა_1612128809.pdf