28 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა "ქართული ოცნების" 2-წლიანი მმართველობა შეაფასეს. ანგარიშის პრეზენტაციაზე EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ ისაუბრა სოციალურ უფლებებთან დაკავშირებულ თემებზე, მათ შორის შრომის უფლებაზე, შშმ პირთა მდგომარეობასა და საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებით.