პარლამენტში მიმდინარეობს „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის განხილვა.

ჩვენ და შშმ პირებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები მივუთითებთ, რომ ცალკეული პოზიტიური ცვლილებების გარდა, ეს კანონპროექტი ძირითადად ვერ აუმჯობესებს შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობას.

განცხადება სრულად: http://bit.ly/2ThTYMP

​EMC-ს იურისტი, მარიამ ჯანიაშვილი, საუბრობს კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე.

ვიდეო მომზადებულია პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi). ვიდეოში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) შეხედულებებს.