უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად განხორციელდა შრომის სფეროს მაქსიმალური დერეგულირება, რაც გამოიხატა დასაქმებულთა დაცვის მინიმალური სტანდარტებისაგან დაცლილი შრომის კანონმდებლობის შექმნასა და შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმის, შრომის ინსპექციის გაუქმებაში. ამგვარმა პოლიტიკამ მძიმე გავლენა იქონია დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე და სისტემური გახადა შრომის უფლების დარღვევები, რაც მათ შორის, სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების საგანგაშოდ მაღალ მაჩვენებელში გამოიხატა.

სოციალური რეკლამა მომზადებულია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)" მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.