მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღის” ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით.

კანონმდებლობაში განხორციელებული დადებითი ცვლილებების მიუხედავად, ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე, სხვადასხვა პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ კანონმდებლობაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს, პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულება არ მოჰყოლია. კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ხარვეზები და გამოწვევები ამ დრომდე რჩება, მათ შორის:

  • დისციპლინური გადაცდომის სახეები კვლავ ზოგადი და ბუნდოვანია;
  • დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები გასაძლიერებელია;
  • კვლავ თვალშისაცემია მკვეთრი სხვაობა დისციპლინური საჩივრების რაოდენობასა და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის რაოდენობებს შორის, ამასთან, მზარდია შეწყვეტილი დისციპლინური სამართალწარმოებების რიცხვი.

სრულად, იხ: მიმაგრებულ დოკუმენტში

ნახვა

გადმოწერა

Fact_Sheet_System_for_Disciplinary_Liability_GEO_1553589543.pdf