მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის კუთხით კანონმდებლობასა და პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ხარვეზები და გამოწვევები რჩება, მათ შორის:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე სხდომებს არასაკმარისი სიხშირით ატარებს;
  • კვლავ ხარვეზიანია დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევის წესი;
  • კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე გამოქვეყნებას. დასკვნები ხელმიუწვდომელია საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაშიც.
  • არ ქვეყნდება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
  • მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლებელია, კოლეგიის საერთო შემადგენლობის 5-დან ორმა წევრმა (თუკი კოლეგიას სამი წევრი ესწრება) მოსამართლე ბრალეულად ცნოს და დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი დააკისროს;

ნახვა

გადმოწერა

მოსამართლეთა_დისციპლინური_პასუხისმგებლობის_სისტემა_1591346986.pdf