ნარკოტიკული დანაშაული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ნარკოპოლიტიკა კვლავ უსამართლოდ მკაცრი და არაჰუმანურია. ამას გარდა, პრობლემურია ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების პრაქტიკა, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხი, ისევე როგორც გამოყენებული სანქციების არაპროპორციულობა. ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეები წლების განმავლობაში აჩენდა კითხვებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის ვითარება, ინფორმაციის მიღების წყარო და სხვა. 2017 წელს საზოგადოების ყურადღება მიიპყრო რამდენიმე გახმაურებულმა სისხლის სამართლის საქმემ, რომელიც სამართალდამცავთა მიერ ნარკოტიკული საშუალების განზრახ, უკანონო ჩადების თაობაზე აჩენდა ეჭვებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი საქმეების ნაწილზე სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენებიც გამოიტანა, თუმცა ნარკოტიკული დანაშაულის “ჩადების” მიმართულებით, პასუხისგებაში კონკრეტული სამართალდამცავები არ მიცემულან. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია შეფასდეს, 2017 წელს რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი რამდენად შეიძლება განზოგადდეს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე მთლიანად და რეალურად, მართლაც ხომ არ დააწესეს მართლმსაჯულების ორგანოებმა უფრო მაღალი სტანდარტი ნარკოტიკული დანაშაულების საქმეებთან მიმართებით. ამ საკითხის დამატებითი გამოკვლევის მიზნით, EMC-მ შეისწავლა 2017 წელს ნარკოტიკული დანაშაულების განხილვის ტენდენციები და მოამზადა დოკუმენტი, რომელიც აფასებს ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პრაქტიკას საერთო სასამართლოებში.

გაეცანით დოკუმენტის სრულ ვერსიას⇓

ნახვა

გადმოწერა

ნარკოტიკული_დანაშაულის_განხილვა_1521725432.pdf