გთავაზობთ ინდოელი პოლიტოლოგის ნივედიტა მენონის (Nivedita Menon) საჯარო ლექციის ვიდეოჩანაწერს, რომელიც მან წაიკითხა ფორუმზე "სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს." #სამართალი სამხრეთს #JusticeforSouth.

მენონი გლობალურ სამხრეთში გულისხმობს ისეთ სააზროვნო სივრცეს, რომელიც თავისუფალია ევროცენტრისტული ნარატივებისგან და ეფუძნება ადგილობრივ წიაღში აღმოცენებულ ცოდნებს. ნივედიტა მენონი პოლიტიკური აქტივისტიცაა და ცნობილია მისი პოზიციებით ატომური ენერგიისა და ქაშმირის კონფლიქტის შესახებ. ეს უკანასკნელი მისი პოლიტიკური შევიწროების საბაბი გახდა.