ვიდეოში თემის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პანკისის ხეობაში შექმნილ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე და თემის განწყობებზე მსჯელობენ. ადგილობრივები აკრიტიკებენ პანკისის ხეობაში ისტორიულად ჩამოყალიბებულ რეპრესიისა და საპოლიციო კონტროლის პრაქტიკას და მათ მიმართ გაბატონებულ დისკურს და სახელწიფოს ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას სთხოვენ.

რესპონდენტები კრიტიკულად იხსენებენ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეს და გამოძიების არსებით ხარვეზებს, ასევე 21 აპრილს ჰესების საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილ მასშტაბურ საპოლიციო ღონისძიებას და მანამდე ჰესების მშენებლობის მხარდასაჭერად ინტენსიური საპოლიციო კონტროლის პრაქტიკას. რესპოდენტების თქმით, ამ პროცესმა თემის სოციალურ ქსოვილზე მძიმე გავლენა იქონია და შიდა კონფლიქტების მიზეზიც გახდა. მათი აზრით, ამ დროისთვის ხელისუფლება ხეობის საჭიროებების და წუხილების იგნორირების სტრატეგიას ირჩევს, რასაც თვეების განმავლობაში გაჩერებული სოციალური და ინფრასტრუქტული პროექტებიც ადასტურებს.

სოფელ ბირკიანში დაგეგმილი პოლიციის მასშტაბური შენობის მშენებლობის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტოს თემთან სათანადო კომუნიკაციაც კი არ ჰქონდა, ადგილობრივებისთვის რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერების ნიშანი უფროა, მითუფრო, რომ დანაშაულის სტატისტიკა ამ მცირე ხეობაში, მეორე ახალი პოლიციის შენობის გახსნის სამართლებრივ ან სოციალურ საჭიროებას ვერ ხსნის.

ადგილობრივები თემში შექმნილ სოციალურ უიმედობაზე და ახალგაზრდებში მიგრაციის მზარდ ინტერესზე უთითებენ, რაც მათთვის სწორედ შექმნილ უსამართლო გარემოზე და უპერსპექტივობაზე პასუხია.