ჩვენი მოსახლეობის 13, 2 % ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ. პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი კი დეკლარაციულ დონეზე ინტეგრაციის პროცესს უჭერს მხარს. მიუხედავად ამისა, სიების ოცეულში, რომელიც ყველაზე გავლენიან და წარმომადგენლობით შემადგენლობას ქმნის პარტიაში, ეთნიკური უმცირესობები ფაქტობრივად, არ არიან.

30 მაჟორიტარული ოლქიდან პარტიების ნაწილს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი კანდიდატები მხოლოდ 2 მაჟორიტარულ ოლქში ჰყავთ და ისიც, მარნეულის, გარდაბნის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ.