(ზოგადი მიმოხილვა)

შესავალი

 

საპოლიციო პრაქტიკები და მიდგომები მულტიეთნიკურ და მულტირელიგიურ საზოგადოებებში განსაკუთრებით ყურადსაღები საკითხია. ეთნიკური და რელიგიური მიკუთვნებულობის ნიშანი ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია იმისა, თუ როგორ ეპყრობიან სამართალდამცავები უმცირესობებს.[1] სხვადასხვა ეთნიკურ/ლინგვისტურ/რელიგიურ ჯგუფებთან პოლიციის მოპყრობა როგორც წესი ჰომოგენური არ არის და ისტორიული კონტექსტი და გამოცდილებები (მათ შორის, კოლონიური გამოცდილება, რასიზმის და სეგრეგაციის პრაქტიკა, გლობალური პოლიტიკა ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის წინააღმდეგ, რომელიც  მეტწილად მუსლიმ ადამიანებს მიემართება) განაპირობებს მათ მიმართ სამართალდამცავი ორგანოების დამოკიდებულებას. ამ კუთხით ცალკე შეფასებას ითხოვს მიგრანტების მიმართ პოლიციის დამოკიდებულება.

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და პოლიციის ურთიერთობაში არსებული გამოწვევები შეიძლება ზოგად და კონკრეტულ საკითხებად დაიყოს. ზოგად საკითხებად შეიძლება მოინიშნოს პოლიციის მიმართ ნდობის არარსებობა, გაუცხოვება, სოციალური კავშირების რღვევა და სხვა. უფრო კონკრეტული პრობლემები კი სხვადასხვა საზოგადოებებში განსხვავებული ფორმითა და გზებით ვლინდება, თუმცა საერთო ტენდენციების გათვალისწინებით, უმთავრესად უნდა დასახელდეს ინსტიტუციონალიზებული რასიზმის პრაქტიკები; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვან გამოძიებასთან, ძალადობრივი აქტების იდენტიფიცირებასა და მსხვერპლთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები; ეთნიკური საფუძვლით პირის დათვალიერება (ethnic profiling); პოლიციის კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციული ქმედებების ეფექტიანი პრევენცია და რეაგირება.

წინამდებარე ტექსტში იდენტიფიცირებულია სამართალდამცავ უწყებებსა და უმცირესობებს შორის ურთიერთობისპრობლემური სივრცეები, გაანალიზებულია თითოეული მათგანი და მიმოხილულია მათი გადაჭრის სავარაუდო გზები და სტრატეგიები. საქართველოში, როგორც ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან სახელმწიფოში, სადაც მძიმე პოლიციური პრაქტიკები და საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების მარგინალიზაცია უცხო არაა, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობდეს მსჯელობა არსებული გამოწვევების მიზეზებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

ვრცლად იხ. მიმაგრებულ ფაილში.

ნახვა

გადმოწერა

პოლიცია_და_უმცირესობების_საკითხი_1568117814.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] L. Griggs, African-American Perceptions of Community-Oriented Policing Programs, 2017, p. 7, ხელმისაწვდომია: https://pdfs.semanticscholar.org/737c/8c6dd841cf906ea0edc99805b919c583cd70.pdf