რა დაგვანახა კორონავირუსის პანდემიამ ექსტრაქტივისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით? როგორ მიაღწია პანდემიის რეჟიმმა მონოინდუსტრიულ ქალაქებამდე?

ბოლო მოვლენებმა ცხადი გახადა, რომ პანდემიის პირობებში სახელმწიფო ორმაგ პოლიტიკას ეწევა - მაშინ, როდესაც სახელმწიფო დონეზე ერთის მხრივ გაცხადებულ მიზნად ადამიანთა ფიზიკური ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა დასახელებული, მონოქალაქებში სამთომოპოვებითი სექტორში საქმიანობა არ გაჩერებულა, ხოლო მაღაროელების და მეშახტეების პროტესტი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესახებ საჯარო პოლიტიკური დღისწესრიგიდან გაქრა.

მოცემული პოდკასტის სერიის სტუმრები არიან ია ერაძე და გიორგი ცინცაძე, რომელთან ერთადაც ვსაუბრობთ თუ რატომ მოხვდნენ სამთო-მოპოვებით სფეროში მოღვაწე კომპანიები ეკონომიკური საქმიანობის საგამონაკლისო სიაში და რატომ დაწესდა პანდემიის დროს მონოქალაქებში შრომის, ცხოვრების და გადაადგილების სრულიად განსხვავებული რეჟიმები.

  • პოდკასტის სტუმრები: ია ერაძე და გიორგი ცინცაძე
  • წამყვანი: თამუნა ქებურია
  • მუსიკა: ბექა კუნდალინი

პოდკასტების სერია მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.