რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს

წინამდებარე ბროშურა ეხება საპოლიციო უფლებამოსილების განხორციელების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის თემებს. ბროშურაში საუბარია იმ ძირითად საკითხებზე, რასაც პოლიცია ყველაზე შხირად იყენებს უფლებამოსილების განხორციელებისას, მოქალაქეთა მიმართ.

ბროშურა მიზნად ისახავს ძირითადი უფლებებისა და დაცვის გარანტიების შესახებ პირთა ინფორმირებულობის ზრდას. მასში ყურადღება გამახვილებულია ადმინისტრაციული დაკავებისას, ნარკოლოგიური შემოწმებისას, პოლიციის მიერ პრევენციული უფლებამოსილებით სარგებლობისას, მოწმედ დაბარებისას, ქმედებების ადრესატისათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებზე, რომელთა ცოდნაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვითარებაში, როდესაც შესაბამისი ორგანოს თანამშრომელი არ ასრულებს კანონისმიერ ვალდებულებას და მოქალაქეს უფლებებსა და განსახორციელებელი ღონისძიების საფუძველს არ განუმარტავს.

უფლებრივ საკითხებთან ერთად, ბროშურაში მითითებულია საკონტაქტო ინფორმაცია იმ სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ, რომლებთანაც შესაძლებელია დაკავშირება იმ შემთხვევაში, თუკი პირი მიიჩნევს რომ, პოლიციამ მასთან ურთიერთობის დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ბროშურა ორენოვანია და ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ენებზე.

ბროშურა შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

ნახვა

გადმოწერა

GEO_-_New_Bochure_1579780805.pdf

AZE__-_New_Bochure_1579780817.pdf