საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ფარგლებში, სახელმწიფომ აიღო სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარების ვალდებულება, თუმცა:

რეფორმების გასატარებლად შემუშავებული 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის 92 აქტივობიდან: შესრულებულია - 35, ნაწილობრივ შესრულებულია - 31, შეუსრულებელია - 26;
დღემდე არ არის დამტკიცებული 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა;
უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში სამუშაო ჯგუფის მხოლოდ 3 შეხვედრა ჩატარდა.