3 მილიონ ლარზე მეტი იმ სააგენტოს თანამშრომლების ხელფასებზე, რომლის ამ ფორმით არსებობასაც, რელიგიური ორგანიზაციების უმეტესობა სკეპტიკურად უყურებს!

ამ უწყების არსებობისა და საქმიანობის მიმართ მკვეთრად კრიტიკულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორების დიდი ნაწილიც.

სამთავრობო დონეზე სააგენტოს ამ მანდატითა და ფორმით არსებობის შესახებ შიდა დისკუსიებისა და მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან მისი გაუქმების შესახებ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი გახარია მაინც ინარჩუნებს ამ უფუნქციო და პრობლემურ უწყებას.

  • რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის კრიტიკულ ანალიზს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://bit.ly/2Fxp3cv