საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ახალი სისტემის დანერგვა მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღით“ განხორციელებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს.

განხორციელებულმა მონიტორინგის პროცესმა, საქმეთა განაწილების სისტემის მუშაობაში შემდეგი მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოავლინა:

  • ზოგიერთ სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირე გამორიცხავს მთელი საქართველოს მასშტაბით საქმეთა ელექტრონული განაწილების დროს შემთხვევითობის პრინციპის დაცვას;
  • სასამართლოს თავმჯდომარე კვლავ ინარჩუნებს პრობლემურ უფლებამოსილებებს, მათ შორის, მორიგეობის დადგენის, მასში ცვლილების შეტანის და მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის შემადგენლობის განსაზღვრის უფლებებს.