სუვერენული სახელმწიფოებისთვის საარჩევნო სისტემის არჩევა საკმაოდ პრივატულ საკითხს და ქვეყნის პოლიტიკური ძალების კონსესუსის საგანს წარმოადგენს, მაგრამ არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული ზოგადი პრინციპები, რომელიც გათვალიწინებული უნდა იყოს. ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიის მიერ, კარგ საარჩევნო პრაქტიკაზე დაყრდნობით აღიარებულია, რომ არჩევნები უნდა იყოს:

  • საყოველთაო;
  • თანასწორი;
  • თავისუფალი;
  • ფარული;
  • პირდაპირი;

ვენეციის კომისია რეკომენდაციას არ უწევს არცერთ საარჩევნო სისტემას, მაგრამ თითოეული ქვეყნის მიერ არჩეული სისტემა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს, საერთაშორისოდ აღიარებულ კარგი საარჩევნო პრაქტიკის პრინციპებთან, კერძოდ, არჩევნები უნდა ტარდებოდეს გონივრული ინტერვალებით, არჩევნების შედეგები მაქსიმალურად უნდა გამოხატავდეს ამომრჩეველთა განწყობებს, საარჩევნო სისტემამ უნდა უზრუნველყოს:

  • ამომრჩეველთა ხმის თანაბრობა;
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობითობა;
  • გენდერული თანასწორობა;
  • სამართლიანობა არჩევნებში მონაწილეთა შორის;

საინტერესოა იქნება განვიხილოდ სხვა ქვეყნების საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხები, მათი პრობლემები და გამოწვევები ქართული საარჩევნო სისტემის რეფორმის გამოწვევებთან მიმართები. ქართულ საჯარო სივრცეში აქტიურად მიმდინარეობს კამათი მაჟორიტარული სისტემის მომხრეებს და მოწინააღმდეგებს შორის. ნაწილი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემით ყოველთვის სარგებლობს მმართველი პოლიტიკური ძალა და მოსაზრება, თითქოს მაჟორიტარები რეგიონალურ წარმომადგენლობას უზრუნველყოფენ პარლამენტში, ფარსია. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ მაჟორიტარები რეალურად უზრუნველყოფენ რეგიონალურ წარმომადგენლობას პარლამენტში.

საერთაშორისო გამოცდილების კონტექსტში ქვეყნებიც სწორედ ისე შევარჩიეთ, სადაც საარჩევნო სისტემის რეფორმირება უახლოეს წარსულში განხორციელდა ან რეფორმის პროცესში იმყოფებიან, ასევე დისკურსი უკავშირდება მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული სისტემის ურთიერთმიმართებას აღნიშნული ქვეყნების საარჩევნო გამოწვევების საპასუხოდ. საკითხის ამ დისკურსში განხილვა აქტუალური იყო უკრაინის რადაშიც, უახლოეს წარსულში. უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტმა უმაღ­ლე­სი რა­დის ფორ­მი­რე­ბის ახა­ლი კა­ნო­ნი მი­ი­ღო, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ქვე­ყა­ნა უარს ამ­ბობს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩე­ვა­ზე პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით, რო­გორც ამ­ჟა­მად არის არ­ჩე­უ­ლი უმაღ­ლე­სი რა­და და შე­მო­აქვს შე­რე­უ­ლი - პრო­პორ­ცი­ულ-მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მა. პარ­ლა­მენ­ტის 450 მან­და­ტი­დან ნა­ხე­ვა­რი - 225 გა­ნა­წილ­დე­ბა მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ზე, ხო­ლო მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი - 225 პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით აირ­ჩე­ვა. გა­ი­ზარ­და ბა­რი­ე­რიც. პარ­ტი­ებს უმაღ­ლეს რა­და­ში მო­სახ­ვედ­რად, ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი 3% ნაც­ვ­ლად, 5% პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზღვა­რის გა­და­ლახ­ვა ­უ­წევთ, ამასთან აკ­რ­ძა­ლუ­ლია პარ­ტი­ა­თა ბლო­კე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში. შესაძლებელია კანდიდატი ერთდროულად პროპორციულ და მაჟორიტარულ სიაშიც იყოს სადაც, მაჟორიტარული წესით არჩევნებში უნდა გადალახოს მინიმალური ზღვარი (არჩვნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტი), ან პარტიამ უნდა გადალახოს 5% ზღვარი და პროპორციული სიით გავიდეს რადაში.

ნიშანდობლივია, რომ უკრაინის საარჩევნო სისტემის ცვლილებისას გათვალისწინებულ იქნა მმართველი პარტიის ვარიანტი, შერეულ სისტემასთან დაკავშირებით. უკრაინელი ექსპერტები თვლიან, რომ სუფთა პროპორციული სისტემის დატოვებით, რადაში უმრავლესობას ოპოზიციის წარმომადგენლები მოიპოვებდნენ. ოპოზიციის შეთავაზებული ვარიანტის მიხედვით, ოპტიმალურ ვარიანტად ითვლებოდა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ღია სიების გამოყენებით, რომელსაც ასევე რეკომენდაციას უწევდა ვენეციის კომისია. ოპოზიცია უარეს შემთხვევაში მზად იყო, მხოლოდ პროპორციული სისტემისთვისაც დაეჭირა მხარი. საბოლოოდ უკრაინისთვის შერეული სისტემა იქნა შერჩეული. ვენეციის კომისიის მდივნის თო­მას მარ­კერ­ტ­ის მოსაზრებით, შე­რე­უ­ლი მა­ჟო­რი­ტა­რულ-პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა მოქ­მე­დებს რიგ ევ­რო­პულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­ში, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნაში წი­ნა წლებ­ში ამ სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გათვალისწინებით ამ სისტემას კომისია რეკომენდაციას ვერ გაუწევს.

მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წელს, როცა არაკონსტიტუციურად ცნო გერმანიის საარჩევნო სისტემის ნაწილი, სასამართლომ ის ნორმა დაიწუნა, რომლის თანახმადაც პარტიები მეტ მანდატს იღებენ, ვიდრე ამომრჩეველთა ხმები აქვთ მიღებული. გერმანული საარჩევნო სისტემის თანახმად ამომრჩეველი ორ ხმას აძლევს; ერთს – ერთმანდატიან ოლქში, რომელშიც გამარჯვებულად ხმათა ჩვეულებრივი უმრავლესობის მიმღები ცხადდება, ხოლო მეორეს – პარტიულ სიებს. თუ მაჟორიტარულ (ერთმანდატიან) არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატთა რაოდენობა პარტიული სიით გასულთა რაოდენობაზე მეტია, ამ პარტიას დამატებითი მანდატები ეძლევა. გამოდის, რომ პარტია იმაზე მეტ მანდატს იღებს, ვიდრე ამომრჩეველთა ხმები მიიღო. ამგვარად ანგელა მერკელის ქრისტიან–დემოკრატიულმა კავშირმა 24 მანდატით მეტი მიიღო, ვიდრე ამომრჩეველთა ხმების მიხედვით ეკუთვნოდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საარჩევნო სისტემის საკითხის განხილვა, პოლიტიკური კონსესუსის საგანი უნდა იყოს და გერმანიის მმართველ პარტიას და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალიწინებით, შეთანხმებისკენ. თუმცა, მმართველმა კოალიციამ ოპოზიციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. 2011 წელს ბუნდესტაგმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესწორება ისე შეიტანა, რომ ოპოზიციის აზრი არ გაითვალისწინა. ამის გამო სოციალ–დემოკრატებმა, მწვანეებმა და სამი ათასმა ამომრჩეველმა სარჩელი შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც აღნიშნული ნორმა ანტიკონსტიტუციურად სცნო.

რუმინეთში, კომუნისტური სისტემის ცვლილების შემდეგ, საარჩევნო სისტემად შემოიღეს პროპორციული წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემა დახურული სიებით, დაბალი საარჩევნო ბარიერით, გარანტირებული წარმომადგენლობით უმცირესობებისთვის, თუმცა ამის შემდეგ, რუმინეთის საარჩევნო სისტემა მუდმივ ცვლილებებს განიცდის მაჟორიტარული სისტემის მიმართულებით. ცხარე დისკუსია მიმდინარეობს რუმინელ პოლიტიკოსებს შორის პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. აქაც, როგორც პოსტკომუნისტრური გამოცდილება აჩვენებს, მაჟორიტარული სისტემის მხარდამჭერად ყოველთვის მმართველი ძალა გამოდის.

რუმინეთის საარჩევნო სისტემაში 3%-იანი ზღვარი 5% - ამდე გაიზარდა, ხოლო ბლოკებისთვის 8-10%. შეიცვალა პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემა, დაემატა მაჟორიტარული არჩევნების ელემენტები და ჩამოყალიბდა როგორც შერეული საარჩევნო სისტემა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პოსტკომუნისტური გამოცდილების ქვეყნების მთავარი გამოწვევა დაკავშირებული იყო, არ შეერჩიათ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ისევ ერთპარტიულ მმართველობა ექნებოდა შედეგად. ამიტომ რუმენეთშიც და სხვა ქვეყნებში სისტემა იმგვარად შეირჩა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილიყო სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა და უმცირესობების წარმომადგენლობითობა, თუმცა შემდგომი ტენდენცია - მაჟორიტარული სისტემის შემოტანა, პლურალიზმის პრინციპს საკმაოდ ასუსტებს და საფრთხეს ქმნის რუმინეთის პარლამენტისთვის, რომ ის ვეღარ იქნება ისეთი წარმომადგენლობითი, როგორც ადრე.

ევროპის ქვეყნებში წარმატებით გამოიყენება შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც შერეულ საარჩევნო სისტემაში, მაჟორიტარული სისტემით გამარჯვებას ხშირად მმართველი ძალა აღწევს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფაქტორი მნიშვნელოვანად ეხმარება მმართველ ძალას საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში. მსგავსი სურათი გვხვდება ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც პარტიები საკმაოდ სუსტად არიან ინსტიტუციონალიზებული.

საინტერესოა იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომელებიც საკანონმდებლო ორგანოს ფორმირებისას იყენებენ შერეულ საარჩევნო სისტემას ან აპირებენ ამ სისტემაზე გადასვლას. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, საკმაოდ პრობლემურია ეს საკითხი პოსტკომუნისტური გამოცდილების მქონე ქვეყნებში. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყნებმა გადალახეს ის გამოწვევა, რაც უკავშირდება ერთპარტიული, ტოტალიტარულ მმართველობის შიშს. რუმინეთში თავის დროზე ეს გადაწყვიტეს პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემით, დახურული სიებით და დაბალი საარჩევნო ბარიერით, უკრაინაშიც თითქმის იგივე გამოცდილება გვხვდება და ეტაპობრივად გადავიდნენ შერეულ საარჩევნო სისტემაზე. საინტერესოა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება, რას მიიჩნევენ მთავარ გამოწვევებად, რომელთა დაბალანსებაც უნდა მოხდეს საარჩევნო რეფორმის შედეგად.