4, 5 და 6 დეკემბერს გიწვევთ საერთაშორისო ფორუმზე „ექსტრაქტივისტული გადაკვეთები - პოლიტიკა, ეკოლოგია და სოციალური სამართლიანობა“. ფორუმი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
  • მონაწილეობისთვის გთხოვთ, დარეგისტრირდეთ: https://bit.ly/3fIBdwX
ფორუმის ფარგლებში გაიმართება საჯარო და დახურული ლექციები და პანელ-დისკუსიები, რომელიც შეეხება სამთო-მოპოვების და ექსტრაქტივიზმის სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკოლოგიურ განზომილებებს.
მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: გარემოს ცვლილება, უნებრივი რესურსების მართვა, გლობალური საბაზრო სისტემები და მათი გავლენა საქართველოში არსებულ წიაღის მართვის პოლიტიკაზე.
ფორუმზე მოწვეულები არიან როგორც ადგილობრივი მკვლევრები და აქტივისტები, ასევე საერთაშორისო მომხსენებლები და აკადემიკოსები.
  • პოსტერის ავტორი: Kvachi Kitsune
ფორუმი გაიმართება პროექტის ფარგლებში: "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები". პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი

ნახვა

გადმოწერა

პროგრამა_Forum_1606988626.pdf