მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 12 მუნიციპალიტეტს აქვს პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის მეთოდოლოგია. ეს მეთოდოლოგია თავისმხრივ, ყველა მუნიციპალიტეტში ერთმანეთისგან განსხვავდება და სოციალურად მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით არაერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უსახლკარობის პოლიტიკაში, კანონმდებლობით ერთადერთი ფუნქცია აკისრია - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებული უსახლკარო პირების ერთიანი რეესტრის წარმოება, თუმცა ეს ვალდებულება პრაქტიკაში არ სრულდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეუძლებელია დადგინდეს უსახლკარობის მასშტაბი ქვეყანაში

მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე".